Thursday, March 20, 2014

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა.
მდინარე

კლასი.

მე-7
გაკვეთილის მიზანი.
მდინარის ნაწილების და მახასიათებლების გაცნობა, მსოფლიო მდინარეების  შესწავლა.

თანმიმდევრობა.
          I-ეტაპი-გონებრივი იერიში. -10წთ დაფაზე ვწერ სიტყვას ,,მდინარე’’,მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ მდინარესთან დაკავშირებული ყველა ტერმინი.მათ პასუხებს ვაფიქსირებ დაფაზე.ვთხოვ წიგნის მიხვედით დაადგინონ რომელია მთავარი მდინარე ,სათავე, შესართავი, მარჯვენა და მარცხენა შენაკადები, წყალგამყოფი, მდინარის დინების მიმართულება. ვთხოვ შეძლებისდაგვარად განმარტონ ისინი.
        II-ეტაპი-მინი ლექცია-5წთ გეოგრაფიულ ნომენკლატურაზე მუშაობა-15წთ ვატარეფ მინილექციას ვაცნობ ახალ მასალას ,კერძოდ მდინარეთა ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მდინარის ხარჯი, ჩამონადენი,ვარდნა, დახრილობა, მდინარის რეჟიმი.შემდეგ წინასწარ მომზადებულ ბარათებს ვალაგებ მაგიდაზე ,სადაც მიწერია მდინარეთა სახელები. ვთხოვ ამოირჩიონ ბარათები,მოძებნონ თავისი მდინარე,დაადგინონ რომელ კონტინენტზე მიედინება და რომელი ოკიანის აუზს მიეკუთნება.კლასის მოსწავლეები დაჯგუფდებიან კონტინენტების მიხედვით,სულ შეიქმნება 5 ჯგუფი. ჯგუფები ცხრილის შესაბამის სვეტში თავისი კონტინენტის მდინარეთა სახელებს წერენ.
        ცხრილის შევსების  შემდეგ ვახდენ ნამუშევრების პრეზენტაციას. თითოეული ჯგუფი ჩამოთვლის თავისი კონტინენტის მდინერეს, თან რუკაზე აჩვენებს, სხვა ჯგუფის წევრები კი თავიანთ ცხრილში ამატებენ ახალ ინფორმაციას. პრეზენტაციის შემდეგ მერხებზე კვლავ ვაწყობ ბარატებს ოკიანეების სახელებით და ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ რომელი ოკეანის აუუზს მიეკითნება მათი მდინარე და გადაჯგუფდნენ ამ ნიშნის მიხედვით როს შემდეგაც ჯგუფებს ვაძლევ ახალ დავალებას შეავსონ ახალი ცხრილი. ცხრილის შევსების შემდეგ კვლავ ეწყობა პრეზენტაცია.
        III-ეტაპი- გაკვეთილის შეჯამება 15-წთ. მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ ინდივიდუაალურად და ეძლევათ ორი დავალება კლასში შესასრულებლად: 1) მათ უნდა გამოიანგარიშონ ენგურის ვარდნა, საშუალო დახრილობა შემდეგი მონაცემების გამოყენებით: ენგურის სიგრძე-213კმ, სათავის სიმაღლე-ზ.დ.2.614მ, სიმაღლე-00,აუზის ფართობი 4060კვ.კმ. 2) წიგნის ნახაზის მიზედვით დაადგინონ როდის აღინიშნა მდინარეზა ყველაზე მაღლი და დაბალი დონე ასევე ახსნან ამ ცვლილებების მიზეზიც. მოსწავლეთა ნამუშევრები მიმაქვს შესასწორებლად და მომდევნო გაკვეთილზე განვიხილავ სწორ პასუხებს
შეფასება.
        პირველ რიგში შეფასებას ვახდენ საშინაო დავალების შესრულების ხარისხის მიხედვით რაც მდგომარეობს შემდეგში: გაკვეთილის მიწურულს მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას შახლში შესასრულებლად. თითოულმა მათგანმა თვისი საკუთარი მდინარე (ბარათზე რომ ეწერა ) დაახასიათოს შემდეგი გეგმის მიხედვით: რომელ კონტინენტზე და რომელ კლიმატურ სარტყველში მიედინება, დაადგინოს მდინარის სათავე, დინების მიმართულება ჰორიზონტის მხარეების მიმართ, შენაკადები, დაადგინოს რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის და მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინოს ცხრილის მიხედვით.
რესურსები.
        სახელმძღვანელო ,მსოფლიოს ფიზიკირი და პოლიტიკური რუკები, დაფა, ცარცი.

კრიტერიუმები
დაბალი
5-6
7-8
9-10
ვიზუალური ნაწილი
მოუწესრიგებელია არ შეესაბამება შინაარსს
მოწესრიგებულია მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია  ზოგადად შეესაბამება გაკვეთილის შინაარსს
ზუსტად შეესაბამება შინაარსის  ყველა საკითხს
ორიგინალურობა 
დასტურდება ჩამორჩენილობა
მინიმალურად ორიგინალურია
საკმარისად ორიგინალურია
მთლიანად ორიგინალურია
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება  დავალებას
მიყვება ინსტრუქციის ზოგიერთ ნაწილს
მიყვება ინსტრუქციას თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული
მინიმალურად არის მიღწეული დასახული  გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა
მღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნები ზოგადად გათვალისწინებულია
ყველა მიზანი სრულყოფილად არის მიღწეული


No comments:

Post a Comment